„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის გადაღებები ზაფხულში დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 17.04.2019
ნანახია: 1208

ცნობილი გახდა „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის გადაღების დრო და ადგილი. Daily Record-ის ინფორმაციით, Amazon-ის ჯერ კიდევ უსათაურო სერიალის გადაღებები 2019 წლის ზაფხულში, შოტლანდიაში დაიწყება.

გავრცელებული ცნობით, პროექტს გიგანტურ პავილიონებში გადიღებენ, რომლებსაც ამ დროისათვის ამზადებენ. მაღალბიუჯეტიანი სერიალი მწერალ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მიერ გამოგონილი სამყაროს მეორე ეპოქაზე მოგვითხრობს, რომელიც მაყურებლებს ტრილოგიის მოვლენებამდე 3 ათასი წლით ადრე გადაიყვანს.

სერიალის სცენარისტები ჯონ პეინი და პატრიკ მაკკეი იქნებიან. წინასწარი ინფორმაციით, პირველი სეზონი, შესაძლოა, 2021 წელს გამოვიდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე