ექიმი თავის პაციენტებს მალულად აორსულებდა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 17.04.2019
ნანახია: 943

ნიდერლანდებში ექიმმა რეპროდუქტოლოგმა იან კარბაატმა, რომელიც 2017 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, უჩუმრად 50 ქალი დააორსულა, მისმა შვილებმა კი რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, შესაძლოა კომპენსაცია მოითხოვონ.

იან კარბაატმა 2017 წელს სიკვდილის წინ აღიარა, რომ ნიდერლანდების ქალაქ ბარენდრეხტის კლინკაში 60-მდე ბავშვი ჩასახა. გაირკვა, რომ  ბავშვების მამების სპერმას საკუთარი ბიოლოგიური მასალით ანაცვლებდა. ამ აღიარების შემდეგ კარბაატის პოტენციურმა შვილებმა შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი, რადგან გაერკვიათ ვინ იყო მათი ნამდვილი მამა. 2019 წლის თებერვალში სასამართლომ ექიმის დნმ-ს გამოყენების ნებრთვა გასცა მამობს ტესტის დასადგენად.

მედიის ცნობით, დნმ-ს ტესტმა დაადასტურა, რომ კარბაატი სულ მცირე 49 ბავშვის მამაა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ბავშვების რეალური რაოდენობა, შესძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

გამოცემა NL Times-ი იუწყება, რომ კარბაატი კლინიკაში 1980-2009 წლებში მუშაობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე