ვენეციის კომისიის დასკვნა არის უმძიმესი და უმკაცრესი - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 11:43 | 17.04.2019
ნანახია: 732

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მწვავე და კრიტიკულია.

ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია კრიტერიუმები, კენჭისყრის პროცესი, ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი.

„ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული არის კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, დარჩენილია მხოლოდ კანონპროექტის ყდა,“ - აღნიშნა ბესელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე