სალომე ზურაბიშვილი ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 17.04.2019
ნანახია: 722

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ​კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. დაგეგმილია მედიისთის ერთობლივი განცხადებების გაკეთებაც.

შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისისა და კვიპროსის სახელმწიფო დელეგაციის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა კვიპროსის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა,  სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოს ანასტასიადისმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი  მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ, ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებას. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე