ნოტრ-დამში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 17.04.2019
ნანახია: 1004

საფრანგეთის პოლიცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ელექტროობის პრობლემას განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი Parisien-ი წერს.

როგორც გაზეთი წერს, ხანძარი შპილიდან დაიწყო, რომელიც ჩამოინგრა. გამოცემის ინფორმაციით, აალების კერა კონსტრუქციის ქვედა ნაწილში მდებარეობდა.

ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს საღამოს გაჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, ცეცხლმა მოიცვა მზიდი კონსტრუქცია. მეხანძრეების თქმით, ნოტრ-დამის სტრუქტურა, და ხელოვნების ნიმუშები, ასვე რელიქვიები გადარჩენილია. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა შესაძლოა სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურორის განცხადებით, ხანძარი ტაძარში განზრახ არ გაუჩენიათ, ერთ-ერთ ვერსიად შემთხვევითობა სახელდება. ტაძრის აღსადგენად ფინანსური დახმარებისთვის მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მსხვილმა კომპანიებმა უკვე გამოთქვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე