შესაძლებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:26 | 16.04.2019
ნანახია: 779

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, გაიზირაოს ის ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელებიც შესაბამისობაშია კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან.

„ამ მიდგომის შესაბამისად ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმის გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით. კონტექსის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ეშინოდეს ვინმეს ამ კრიტერიუმის, თუმცა გავითვალისწინოთ კონტექსტი და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს წინადადება შეიძლება გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე