ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ერთ დღეში ბესტსელერი გახდა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 16.04.2019
ნანახია: 1553

ვიქტორ ჰიუგოს რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ Amazon-ზე ერთ დღეში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ-100-ში მოხვდა.

მედიის ცნობით, რომანის ხუთი გამოცემა იკავებს მეორე, მეექვსე, მე18, 35-ე და 58-ე ადგილებს ბესტსელერების სიაში.

ამის გარდა, ყველაზე პოპულარულებს შორის მოხვდა  წიგნები ნოტრ-დამის ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.

ნოტრ-დამში ხანძარი 15 აპრილს საღამოს გაჩნდა.  შენობა სრულ განადგურებას გადაურჩა. ჩამოინგრა შპილი, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე