საქართველოსა და ბელარუსს შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 15.12.2015
ნანახია: 1533

ძალაში შევიდა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.

აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება.

სტატისტიკური მონაცემებით, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 303 850 200 აშშ დოლარი, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 50 ქვეყანასთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე