ლიბიაში სომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 16.04.2019
ნანახია: 774

ლიბიაში სომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა, დაჭრილია 756 ადამიანი. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ამ დროისათვის ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: ტრიპოლში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობა პრემიერ- მინისტრ ფაიზ სარაჯის მეთაურობით და აბდალ აბდურაჰმან ათ-თანის დროებითი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს პარლამნეტთან ერთად, მას მხარს ლიბიის ეროვნული არმია უჭერს.

4 აპრილს ხალიფა ჰაფთარის ეროვნულმა არმიამ იერიში დაიწყო ტრიპოლის წინააღმდეგ. ამ დროისათვის ბრძოლები დედაქალაქის მისადგომებთან მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე