France Football-ის ყდაზე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კოცნიან

საქართველო, თბილისი - 10:58 | 16.04.2019
ნანახია: 1295

France Football-მა საკუთარ ვებგვერდზე ჟურნალის მომავალი ნომერი დააანონსა, რომელშიც არის რუბრიკა "მესი ხარ თუ რონალდო" - ჟურნალი ყოფილ და ახლანდელ ვარსკვლავებს ეკითხება, თუ რომელი ფეხბურთელი მიაჩნიათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად - ლიონელ მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. 

"ფრანს ფუტბოლმა" ამ მიზნით ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი გამოკითხა. 

სკანდალური ამ ყველაფერში ისაა, რომ ჟურნალის მომდევნო ნომრის ყდაზე ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს "კოცნიან". 

2008 წლიდან მოყოლებული ათი წლის განმავლობაში "ფრანს ფუტბოლის" დაარსებულ "ოქროს ბურთს" მხოლოდ მესი და რონალდო იღებდნენ. მათ ეს ტიტული 5-5-ჯერ მოიპოვეს, სანამ ბოლოს პრიზი ლუკა მოდრიჩმა არ მიიღო.

წყარო: popsport.com

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე