ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 18.3 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 15.12.2015
ნანახია: 1407

2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 85.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 204.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.3 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა. 

 2015 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (28.0 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე