ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საბოლოოდ განქორწინდნენ

საქართველო, თბილისი - 11:37 | 15.04.2019
ნანახია: 1286

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლი განქორწინების პროცესს აჭიანურებს და ბრედ პიტის დაბრუნება სურს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ მსახიობების ოჯახური სტატუსი საბოლოოდ შეცვალა.

ამის შესახებ გამოცემა  The Blast-ი იუწყება.

ამრიგად, ისინი ცოლ-ქმარი აღარ არიან. თუმცა გაჭიანურებული განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ მოუგვარებელია და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება.

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ოფიციალურად 2014 წელს იქორწინეს. მანამდე ისინი ერთად 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. წყვილის რომანი ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, როდესაც ბრედი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. 2016 წლის სექტემბერში ანჯელინამ სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა. ყოფილ ცოლ-ქმარს 6 შვილი ჰყავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე