თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 75 პოლიციელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 12.04.2019
ნანახია: 790

თურქეთში მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით 75 პოლიციელი დააკავეს. იუწყება Anadolu Ajansi.

პროკურატურამ დაკავების 84 ორდერი გასცა. დანარჩენი პოლიციელების ძებნა გრძელდება.

FETO თურქეთში ტეერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. მისი საქმიანობა თურქეთის ტერიტორიაზე აკრძალულია. ორგანიზაციის ლიდერს ფეთჰულაჰ გიულენს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებენ.

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედროების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიაელება სცადეს.  დაიღუიპა 251 ადამიანი, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, გადატრიაელების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე