მიხაილ გორბაჩოვი კენჭს ინდონეზიის პარლამენტის არჩევნებში იყრის

საქართველო, თბილისი - 14:46 | 12.04.2019
ნანახია: 975

ინდონეზიელი პოლიტიკოსი მიხაილ გორბაჩოვი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიხაილ გორბაჩოვ დომი (Mikhail Gorbachev Dom) მანამდე გარემოს დაცვის სფეროში იყო დასაქმებული. ის 1986 წელს დაიბადა. მისი თქმით, მშობლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გოგონა ეყოლებოდათ და ბიჭის სახელი მოფიქრებული არ ჰქონდათ.

ბიჭს დაბადების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში სახელი კიდევ არ ერქვა, თუმცა მამამ შემთხვევით გაზეთში გორბაჩოვის სახელს მოჰკრა თვალი და მისი სახელის დარქმევა გადაწყვიტა.

 „მამას მიაჩნდა, რომ ეს შესანიშნავი სახელი იქნებოდა. გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის გავლენიანი ლიდერი იყო და მშობლებმა იფიქრეს, რომ ჩემთვის სწორედ ეს სახელი უნდა დაერქმიათ“, - აღნიშნა მიხაილ გორბაჩოვმა.

ის ფიქრობს, რომ ახლა, როდესაც პოლიტიკური კარიერა აირჩია, ეს სახელი მის სასარგებლოდ „ამუშავდება“. „ადამიანებს არასდროს ავიწყდებათ ჩემი სახელი, მაშინაც კი, როდესაც ჩემს სახეს ვერ იხსენებენ“, - აღნიშნა მან.

ინდონეზიის პარლამენტის არჩევნები 17 აპრილს იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე