ოთარ დანელია: თაფლის ექსპორტის კუთხით, მომდევნო წელი იქნება ძალიან საინტერესო

საქართველო, თბილისი - 16:31 | 15.12.2015
ნანახია: 1471

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, თაფლის ექსპორტის კუთხით, მომდევნო წელი იქნება ძალიან საინტერესო.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ქართული თაფლი ექსპორტზე სავარაუდოდ, მომდევნო წლის პირველ კვარტალში გავა.
„თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი დირექტივის ვადები  დავაჩქარეთ,  რომელიც უშუალოდ მეფუტკრეობას უკავშირდებოდა. დავაჩქარეთ იმ მოცემულობით, რომ  გვინდა, მომდევნო წლის პირველ კვარტალში უკვე შესაძლებელი იყოს ექსპორტი. აქ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობდა თაფლის ლაბორატორია,  რომელიც მიმდინარე წელს დავნერგეთ და ვალიდირების სტანდარტულ პროცედურებს გადის. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, უკვე შეეძლებათ გასცენ სერტიფიკატი, რომელიც  იქნება  საერთაშორისოდ აღიარებული და შესაძლებლობას მოგვცემს გავიტანოთ თაფლი ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით რამდენიმე დღის ინფორმაციაა, რომ იაპონიიდან არის დიდი დაინტერესება  და მოთხოვნა ქართულ თაფლზე.
მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სკების იდენტიფიკაცია  და რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდება, რა რაოდენობის თაფლი გავა ექსპორტზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე