კიმ ჩენ ინი ჩდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 12.04.2019
ნანახია: 674

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს.

მისი არჩევა უმაღლესი სახალხო კრების მე-14 სესიაზე მოხდა.

ასევე დაინიშნა ჩრდილოეთ კორეის ახალი პრემიერ- მინისტრიც. პაკ პონ ჯუს ადგილი კორეის შრომის პარტიის წევრმა კიმ ჩჟე რენმა დაიკავა.

ჩრდილოკორეელი დეპუტატების შეხვედრა წელს დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მასზე ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, წარადგინოს თავისი პოლიტიკა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შესახებ ჰანოის წარუმატებელი სამიტის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე