16 დაღუპული და 13 დაჭრილი - აფეთქება პაკისტანში

საქართველო, თბილისი - 10:22 | 12.04.2019
ნანახია: 685

სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ კვეტაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. აფეთქების ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე