სუდანის პრეზიდენტი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 11.04.2019
ნანახია: 740

სუდანის თავდაცვის მინისტრმა აუფ იბნ ავადმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი დააპატიმრეს.

 „ვაცხადებს ამ რეჟიმისა და მისი ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ, ის დაკავებულია და იმყოფება უსაფრთხო ადგილზე“, - განაცხადა მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიით მიმართვისას.

მანამდე დააკავეს თავდაცვის ექს-მინისტრი აბდურაჰიმ ჰუსეინი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე აჰმედ ჰარუნი.

სუდანში უკვე ოთხი თვეა გრძელდება სახალხო პროტესტები, რომელიც პურზე ფასების შემცირების მოთხოვნით დაიწყო და ალ ბაშირის რეჟიმის დამხობისკენ მოწოდებაში გადაიზარდა. ალ ბაშირი ქვეყნის სათავეში 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე