საზოგადოება ბესელიობანათი დაიღალა - ვანო ზარდიაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 11.04.2019
ნანახია: 767

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის თქმით, გაკეთებას აღარ აპირებს, რადგან საზოგადოება დაღლილია ბესელიათი. მისი თქმით,  ბესელიას განცხადება, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა სიცრუეა.

"ეკა ბესელიას კომენტარებზე ვაკეთო კიდევ დამატებით კომენტარებს არ ვაპირებ, რადგან საზოგადოება უკვე ბესელიობანათი დაიღალა. შესაბამისად არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას." - თქვა ზარდიაშვილმა. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არის გამორიცხული. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა კონსტიტუციით იკრძალება - ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი", - ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე