ჯულიან ასანჟის დაკავების კადრები გავრცელდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:49 | 11.04.2019
ნანახია: 770

ლონდონში ეკვადორის საელჩოში Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის დაკავების კადრები გავრცელდა. ის საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობდა.

კადრებში ჩანს, როგორ გამოყავთ ასანჟი საელჩოს შენობიდან და პოლიციის ავტომობილში სვამენ.

ეკვადორის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას თავშესაფარს აღარ მისცემდა. ბოლო წლების განმავლობაში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

ასანჟი პოპულარული გახდა პუბლიკაციებით, რომელთა შორის იყო მასალები ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებსა და გუანტანამოს ციხეში არსებული პირობების შესახებ. 2010 წელს, როდესაც ასანჟით ამერიკის ხელისუფლება დაინტერესდა, WikiLeaks-ის დამფუძნებელი შვედეთში ჩავიდა, სადაც დაცვის მიღებას ცდილობდა, თუმცა მალე სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულეს, რასაც ის უარყოფდა. შვედეთის სასამართლომ მასზე საერთაშოროსი ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგც ასანჟი ლონდონში დააკავეს. მაგრამ მალე გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წლიდან ის თავს აფარებდა ლონდონში ეკვადორის საელჩოს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე