სამხრეთ კორეაში აბორტების აკრძალვა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 11.04.2019
ნანახია: 740

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აბორტების რეგულირების საკითხი ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება.

სასამართლომ ხელისუფლებას მოუწოდა მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები და ნაწილობრივ დაუშვას აბორტი ორსულობის ადრეულ ვადაში.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს ასეთი პოზიცია მიუთითებს სამხრეთ კორეის საზოგადოების შეხედულებების მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც მანამდე აბორტების პრობლემას კონსერვატიულად უდგებოდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ აბორტების კრიმინალიზაცია 1953 წელს მოახდინა. კანონის შესაბამისად ორსულობის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში აკრძალული იყო. 1973 წელს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა დაშვებული იყო ინფექციის, გენეტიკური დაავადებების, გაუპატიურების, ინცესტის შემთხვევებში, ასევე იმ შემთხვევში, თუ ორსულობა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ქალებს, ასევე სამედიცინო პერსონალს. კანონის დარღვევისთვის დადგენილია ჯარიმა ან პატიმრობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე