WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:52 | 11.04.2019
ნანახია: 762

WikiLeaks-ის  დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოტლენდ-იარდი ავრცელებს.

როგორც ეკვადორის პრეზიდენტმა განაცხადა, ეკვადორმა მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ბოლო წლების განმავლობაში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

ასანჟი პოპულარული გახდა პუბლიკაციებით, რომელთა შორის იყო მასალები ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებსა და გუანტანამოს ციხეში არსებული პირობების შესახებ. 2010 წელს, როდესაც ასანჟით ამერიკის ხელისუფლება დაინტერესდა, WikiLeaks-ის დამფუძნებელი შვედეთში ჩავიდა, სადაც დაცვის მიღებას ცდილობდა, თუმცა მალე სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულეს, რასაც ის უარყოფდა. შვედეთის სასამართლომ მასზე საერთაშოროსი ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგც ასანჟი ლონდონში დააკავეს. მაგრამ მალე გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წლიდან ის თავს აფარებს ლონდონში ეკვადორის საელჩოს.

5 აპრილს პორტალი WikiLeaks-ი ეკვადორის მაღალჩინოსნებზე დაყრდობით წერდა, რომ უახლოესი საათების ან დღეების განმავლობაში ასანჟს საელჩოდან გააძევებდნენ, ამის მიზეზად  ოფშორულ დოკუმენტებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამოყენება სახელდებოდა, რომელიც ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენოს ეხებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე