ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლობირებს მორჩილი სასამართლო სისტემის შექმნას ნებისმიერ ფასად, არის „ქართული ოცნება - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 13:32 | 11.04.2019
ნანახია: 797

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგენასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს, არათუ დაკანონდეს.

„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლობირებს მორჩილი სასამართლო სისტემის შექმნას ნებისმიერ ფასად, არის „ქართული ოცნება.“ ყველა სხვა დანარჩენი, მიუხედავად, სერიოზული პოლიტიკური განსხვავებისა, რაც ამ ოპოზიციურ პარტიებსა და თუ დამოკიდებელ დეპუტატებს შორის არის, ყველა არის წინააღმდეგი ამ ტიპის დაკანონების უკანონო სასამართლო სისტემის. აქ არის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის სურვილში, რომ მორჩილი, მონა მოსამართლეები დაგვასვას თავზე, რაც გვითხრა თავის ინტერვიუში, რომ მას უნდა მურუსიძე-ჩინჩალაძე ამ კლანის თავში“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე