სუდანის პრეზიდენტი გადადგა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 11.04.2019
ნანახია: 715

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადადგა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსულატაციები გარდამავალი საბჭოს ფორმირებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მანამდე ადგილობრივი მედია წერდა, რომ სუდანის სამხედრო საბჭო თავდაცვის მინისტრ ავად ბენ აუფის ხელმძღვანელობით ემზადება ხელისუფლების ასაღებად ერთი წლის განმავლობაში. დაუდასტურებელი ოფიციალური ინფორმაციით, სამხედროების ერთმა ჯგუფმა გადატრიალება მოახდინა და პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშორა.

ომარ ალ-ბაშირის ადგილსამყოფელი უცნობია. ზოგიერთი მედიის ცნობით, ის შინაპტიმრობაში იმყოფება ან ქვეყანა უკვე დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე