ტაქსის მძღოლებს, ავტომობილების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მასზე ფირის გადაკვრა შეეძლებათ

საქართველო, თბილისი - 11:37 | 11.04.2019
ნანახია: 711

ტაქსის მძღოლებს, ავტომობილების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მასზე ფირის გადაკვრა შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მათი განცხადებით, გადაღებვა იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა. თბილისი იმსახურებს, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის სუფთა ტაქსები. ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და 27 000 მძღოლს, ვინც ლიცენზირება გაიარა, მერიის მხრიდან გადაეცემა უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე