ინდოეთში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:44 | 11.04.2019
ნანახია: 721

ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების პირველი ეტაპი დაიწყო ქვეყნის 20 შტატსა და მოკავშირეების ტერიტორიებზე.

არჩევნებში, რომელიც ექპერტების შეფასებით, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდება, 900 მლნ ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების გამართვა ქვეყანას 7 მლდრ დოლარი დაუჯდება, რაც მოსფლიოში ასევე ყველაზე ძვირადღირებული იქნება.

კენჭისყრა 29 შტატსა და 7 მოკავშირე ტერიტორიაზე შვიდ ეტაპად, 11 აპრილიდან 19 მაისამდე ჩატარდება. ბიულეტინების დათვლა კი მხოლოდ 23 მაისს დასრულდება. არჩევნების ორგანიზებაში ჩართული იქნება 11 მლნ ადამიანი, მათ შორის 5 მლნ თანამდებობის პირი და პოლიციელი. ქვეყნის მასშტაბით 1 მლნ- ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება.

გამარჯვებისთვის ძირითადად ორი პოლიტიკურ ძალა იბრძოლებს - მმართველი „ბჰარატია ჯანათა პარტი“, რომელსაც მოქმედი პრემიერი ნარენდრა მოდი ხელმძღვანელობს და პარტია „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“, რომლის თავმჯოდომარეა რახულ განდი - ინდოეთის გავლენიანი პოლიტიკუირი კლანის ნერუ-განდის წარმომადგენელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე