სუდანში სამხედრო გადატრიალებაა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 11.04.2019
ნანახია: 667

სუდანის არმიამ საგანგებო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის, მისი თანაშემწეებისა და მთავრობის გადაყენების შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალები განცხადებას ამზადებს სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნას გარდამავლ პერიოდში უხელმძღვანელებს. გარდამავალი პერიოდი შესაძლოა ერთ წელიწადს გაგრძელდეს.

სამხედროების ნაწილმა უკვე დაიკავა სახელმწიფო ტელევიზიის შენობა.

ამის გარდა დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი აბდურაჰიმ ჰუსეინი, პრეზიდენტის პირადი გვარდიის წევრები, მმართველი პარტია „ნაციონალური კონგრესის“ თავმჯდომარე აჰმად ჰარუნი. დაკეტილია სუდანის საერთაშორისო აეროპორტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე