განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 11.04.2019
ნანახია: 161

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლის ს.გ.-ს და მგზავრის - ნ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და 1 მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, ასევე, 1 აბი "ექსტაზი" და 2 შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 9 აბი და ერთი ნატეხი "ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, 260-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე