იტალიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 11.04.2019
ნანახია: 684

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ 10 აპრილს ქვეყნის მთავრობას მოუწოდა გენოციდად ოფიციალურად აღიაროს 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკველობები.

რეზოლუციას მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთმა წინააღმდეგ, 43-მა თავი შეიკავა.

ჯერ კიდევ 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში იტალიის ელჩი დაიბარა და იტალიელი დეპუტატების ინიციატივასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა. თურქეთის მთავრობა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში 300-500 ათასი სომეხის დაღუპვას აღიარებს, მაგრამ მათ გენოციდს კატეგორიულად უარყოფს.

2016 წელს გერმანიამ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურება გენოციდად გამოაცხადა, რამაც თურქეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

გერმანიის გარდა სომხების გენოციდი აღიარეს საფრანგეთმა  რუსეთმა, ვატიკანმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და სხვა რამდენიმე სახელმწიფომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე