Netflix-ის სერიალში პრინცესა დიანას როლს ემა კორინი შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 10.04.2019
ნანახია: 1336

სერიალ „გვირგვინის“ შექმნელებმა პრინცესა დიანას როლზე მსახიობი ემა კორინი დაამტკიცს. ემასთვის ეს პირველი დიდი როლი იქნება. სერიალი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მანამდე ემა კორინი მონაწილეობდა ცნობილ სერილში „გრანჩესტერი“.

კორინი პრინცესა დიანას Netflix-ის სერიალის მეოთხე სეზონში განასახიერებს. სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ „გვირგვინის“ მესამე სეზონი 2109 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

დედოფალ ელისაბედ მეორის როლს ოლივია კოლმანი შეასრულებს, პრინც ფილიპს ტობაის მენზესი განასახიარებს, პრინცესა მარგარეტს - ჰელენა ბონემ კარტერი, მარგარეტ ტეტჩერის როლი კი ჯილიან ანდერსონს ერგო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე