ის იწვა, როგორც მიცვალებული - ერაყელი მიგრანტი ლა მანშის გვირაბში კუბოთი გადაყავდათ

საქართველო, თბილისი - 12:56 | 10.04.2019
ნანახია: 1575

ორი პოლონელი სატვირთოს მძღოლი ერაყელი მიგრანტის გადაყვანას ლა მანშის გვირაბში კუბოთი ცდილობდა, რისთვისაც ისინი დააკავეს და 14-თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ინციდენტი აპრილის დასაწყისში მოხდა.

გვირაბში შესვლამდე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პოლონეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილი კუბოებით იყო სავსე. ორივე მძღოლის თქმით, კუბოები განკუთვნილი იყო ლონდონში დამკრძალავი ბიუროსთვის.

თუმცა მძღოლების მტკიცების მიუხედავად, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ კუბოში ადამიანი აღმოაჩინეს. „ის იწვა, როგორც მიცვალებული, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით. მაგრამ ის ცოცხალი აღმოჩნდა, წამოდგა და დაილაპარაკა“, - იუწყება რადიო  RTL.

გაირკვა, რომ მამაკაცმა გადამყვანებს თანხა გადაუხადა, რათა მას დიდ ბრიტანეთში მოხვედრაში დახმარებოდნენ.

წარუმატებელი გადაყვანის შემდეგ ორივე მძღოლი საფრანგეთში გაასამართლეს და 14-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი მკაცრი სასჯელი მათ იმიტომ მიიღეს, რომ პროკურორმა ადამიანის გადასაყვანად კუბოს გამოყენება შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ქმედებად მიიჩნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე