თბილისში ავტობუსებზე კიდევ 6 ქალი მძღოლი იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 10.04.2019
ნანახია: 726

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განაცხადებით, თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს.

„სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, „დე“ კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს. ახალი ავტობუსებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე ქალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გასული წლის 12 სექტემბერს გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე