მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 10.04.2019
ნანახია: 1014

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ - სასამართლოს მიმართა რჩეულიშვილმაც. ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება, მომხდარში "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.  მაია რჩეულიშვილს და ქეთევან ჟორდანიას თაღლითობით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე