10 დაღუპული და ათობით დაკარგული - ტროპიკულ წვიმები ბრაზილიაში | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:45 | 10.04.2019
ნანახია: 849

ათი ადამიანი დაიღუპა რიო დე ჟანეიროს შტატში ტროპიკული წვიმების შედეგად, რომელიც რეგიონს თავს გუშინ დაატყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი. მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზები დაიტბორა, მეწყერმა კი რამდენიმე სახლი დაანგრია.

ამ მომენტისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სამაშველო ოპერაციას განაგრძობენ.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე