ისრაელის პარლამენტის არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:30 | 10.04.2019
ნანახია: 729

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. არჩევნები გუშინ გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 43 პროცენტის დათვლის შედეგად  „ლიკუდი“ ხმების 27,59 პროცენტს აგროვებს, ოპოზიციური ცენტრისტული ბლოკი „კაჰოლ-ლავანი“- 26,04 პროცენტს.

წინასწარი მონაცემები ჯერჯერობით არ ემთხვევა ეგზიტპოლებს. ადგილობრივი ტელეკომპანიების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მცირე უპირატესობით „კაჰოლ-ლავანი“ იმარჯვებს.

ორივე პარტიის ლიდერები ნეთანიაჰუ და ბენ განცი მხარდამჭერების წინაშე უკვე გამოვიდნენ გამარჯვების სიტყვით. თიოეულმა მათგანმა თავი მომავალ პრემიერ-მინისრტად გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე