დაბა ლაითურთან ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 17:09 | 09.04.2019
ნანახია: 712

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთში,  დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.

ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე