პარლამენტის შენობასთან 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 09.04.2019
ნანახია: 743

პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში „ღია ცის ქვეშ“ მონაწილეობა საქართველოსა და ლიეტუვას მუსიკალურმა გუნდებმა მიიღეს. მუსიკოსებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.

კონცერტი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

კონცერტი ლიეტუვის გუნდმა „ვილნიუსმა“ გახსნა. სპეციალურად ამ დღისთვის ლიეტუვიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ორი სიმღერა შეასრულეს – საბრძოლო სიმღერა „ჩვენ ვერავინ გაგვტეხავს“ და ხალხური სიმღერა სახელწოდებით „სამშობლო“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე