უკრაინის პრეზიდენტმა პლაკატისთვის „ან პოროშენკო, ან პუტინი“ ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 09.04.2019
ნანახია: 769

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის საარჩევნო სლოგანს „ან პოროშენკო, ან პუტინი“ წარუმატებელი უწოდა.

უკრაინის ლიდერმა ბოდიში მოუხადა მოსახლეობას, რომელმაც მისი ანტირუსული ბილბორდები პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის დაუკავშირა.

 „მე არ ვადანაშუალებ ზელენსკის იმაში, რომ ის პუტინის აგენტია... და თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა პოროშენკომ.

მან ზელენსკის კარგი მსახიობი უწოდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩესტნოს“ ანალიტიკოსმა იგორ ფეშენკომ „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა რეკლამის ფოტო. რომელზეც პოროშენკო თავის თავს მეორე ტურში პუტინის წინააღმდეგ აყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი მონაწილეობენ, 21 აპრილს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე