ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 09.04.2019
ნანახია: 767

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი რენდოლფ ალესი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. ალესს ჯეიმს მარეი შეცვლის, რომელიც პოსტს მაისში დაიკავებს. CNN -ის ინფორმაციით, ალესის გათავისუფლება არ უკავშირდება 30 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჩინეთის მოქალაქე, დაუბრკოლებლად შევიდა ფლორიდაში, ტრამპის მამულის ტერიტორიაზე, დახურული მიღების დროს.

ხუთი დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია საიდუმლო სამსახურის მუშაობით, რომელმაც „პირველივე დღიდან ფანტასტიკური სამუშაო გასწია“.

8 აპრილს ტრამპმა თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხეობის მდივანი კრისტენ ნილსენი.

საიდუმლო სამსახური უზრუნველყოფს აშშ-ის პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე