განაჩენს ელოდება გიორგი სააკაძის პოლიტიკა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 09.04.2019
ნანახია: 730

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გრძელდება უნიკალური იმიტირებული სასამართლო პროცესები, სადაც პიროვნებები კი არა არამედ, მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა გადის სამსჯავროზე, რამდენად შეესაბამებოდა იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს მოუტანა სარგებელი თუ ზიანი. უკვე გაიმართა 4 პროცესი.

ამჯერად, 10 აპრილს სამსჯავროზე გადის გიორგი სააკაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა. რამდენად შეესაბამებოდა იგი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც წილად ხვდა უამრავი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება: ქება თუ გაკიცხვა. ზოგი სამშობლოსათვის თავდადებულ გმირად და უსამართლობით დაჩაგრულად მოიხსენიებს, ზოგი კი – ქვეყნის მოღალატესა და პატივმოყვარე კარიერისტს უწოდებს. ამის გასარკვევად ნახევარფინალში გასული, არგუმენტებით შეიარაღებული ორი უძლიერესი გუნდი, ბრალდების მხარე ,,ისტორიის მეოხი“ და დაცვის მხარე ,,თემიდას ხევისბერი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. გუნდებმა ჩაატარეს შესაბამისი კვლევითი და წყაროების მოძიების სამუშაოები, გაიარეს ტრენინგები სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და სხვ. უნარ-ჩვევების შესახებ.

გიორგი სააკაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ბრალდების მხარეა, გუნდი ,,ისტორიის მეოხი“:
1) ანა ნაკაშია - კაპიტანი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, III კურსის სტუდენტი;
2) პეტრე გელაშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, დოქტორანტურის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, I კურსის სტუდენტი;
3) სოფიკო დარჩია- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, სამართლის სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი;
4) მერაბ ტაკაშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, სამართლის სპეციალობის, II კურსის სტუდენტი;
5) ნანა ქათამაძე - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი;
6) ანა წინამძღვრიშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, III კურსის სტუდენტი;
,,ისტორიის მეოხის“ მენტორებია: პოლიტიკისა და საერთაშორი ურთიერთობების მიმართულებით - პროფესორები: ეკა ბუხრაშვილი, ვაჟა შუბითიძე; სამართლის მიმართულებით - პროფესორი გიორგი გორაძე.

გიორგი სააკაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკის დაცვის მხარეა, გუნდი ,,თემიდას ხევისბერი“:
ირინა მიქავა, კაპიტანი - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი;
ნინო დემეტრაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთოებების სპეციალობის, III კურსის სტუდენტი;
თამარ დვალიშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთოებების სპეციალობის, III კურსის სტუდენტი;
გურამ კალანდია - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი;
ნაზან ნაბიევა - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის, II კურსის სტუდენტი;
თამარ ტაკაშვილი - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, სამართლის სპეციალობის, II კურსის სტუდენტი;
მალხაზ ტარყაშვილი - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, სამართლის სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი.
,,თემიდას ხევისბერის“ მენტორებია: პოლიტიკისა და საერთაშორი ურთიერთოებების მიმართულებით - პროფესორები: ზურან კვეტენაძე, ავთანდილ სონღულაშვილი; 
სამართლის მიმართულებით - პროფესორი მარიამ ჯიქია.

ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის (ჟიურის) შემადგენლობაშია: სტუ-ს პროფესორების გარდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, ასევე, საპარლამენტო ლეგიტიმაციის მქონე პარტიების წარმომადგენლები ქართული ოცნებიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,  ევროპული საქართველოდან და სხვ. იმიტირებული სასამართლოს თავმჯდომარეა: ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია. სასამართლოს მდივანი ნინო ოდიშელიძე.

პროცესი დაიწყება 13:00-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე