ერდოღანის პარტია სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებს მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 09.04.2019
ნანახია: 760

თურქეთიის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარტიის თავმჯდომარის  მოადგილის ალი იჰსან იავუზის თქმით, მათი მოთხოვნა 31 მარტის არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი მრავალრიცხოვანი დარღვევებით არის მოტივირებული.

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან ერქემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

 „მოვითხოვთ სტამბოლში განმეორებით არჩევნებს. საუბარია არამხოლოდ დარღვევებზე, არამედ ორგანიზებულ ჩარევაზეც. ჩვენ ყველა კანონიერ მეთოდს გამოვიყენებთ. ამის შემდეგ დაიწყება გამოძიება. ის ვინც დარღვევებთან არის კავშირში, კანონის წინაშე პასუხს აგებს. თუმცა ბოლო სიტყვა ცენტრალურ სარჩევნო კომისიაზეა“, - განუცხადა იავუზმა ჟურნალისტებს. იმამოღლუმ წინასწარი შედეგებით ხმების 48,79 პროცენტი მოაგროვა და მოწინააღმდეგე,  მმართველი პარტიის კანდიდატს, ყოფილ პრემიერს ბინალი ილდიმირს მოუგო, რომელმაც ხმების 48,52 პროცენტის მიღება შეძლო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე