ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 09.04.2019
ნანახია: 711

ისრაელში პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. პარტია „ლიკუდი“ მისი ლიდერის ისრაელის პრემიერის ბინიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებების მიუხედავად, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. თუ არჩევნების შედეგებით ნეთანიაჰუ შეძლებს პოსტის შენარჩუნებას, ის შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს დღემდე ერთადერთ პრემიერად, რომელსაც ეს თანამდებობა ყველაზე დიდხანს ეკავა.

 „ლიკუდის“ მთავარ კონკურენტად პოლიტიკური ალიანსი „კაჰოლ-ლავანია“ მიჩნეული. მისი ლიდერი ისრაელის თავდაცვის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ბენი განცი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაირ ლაპიდი არიან. ეს გაერთიანება სპეციალურად 2019 წლის არჩევნებისთვის შეიქმნა.

თუ ეს ალიანსი გაიმარჯვებს, შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ნოემბრამდე პრემიერის პოსტს დაიკავებს განცი, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი ლაპიდი. შემდეგ პრემიერის პოსტს მიიღებს ლაპიდი, განცი კი თავდაცვის მინისტრი გახდება.

არჩევნების საბოლოო შედეგები მისი დასრულებიდან რვა დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე