რა ფუნქცია და დატვირთვა მიენიჭება ავლაბრის სასახლეს, საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 09.04.2019
ნანახია: 724

ცერემონიების მასპინძლობა ავლაბრის სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

​„ჩვენი მთავარი ამოცანა, შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე არის აშენებული ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნოთ ხალხს. შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება ახალი მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლეს. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს, ამის თაობაზე საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.

პარლამენტის დეპუტატი, მარიამ ჯაში კი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლის განთავსების შესახებ საუბრობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე