პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო

საქართველო, თბილისი - 13:30 | 09.04.2019
ნანახია: 723

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ დატოვა.

ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. 

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი მოიწამლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე