ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 08.04.2019
ნანახია: 1094

8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6903 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.10 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0236 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0212 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4732 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5103 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აპრილიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე