ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის სამ პირს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 08.04.2019
ნანახია: 831

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის  დაკავებულ სამ პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრათ. 

ბადრი ქობულაძის, გიორგი შავლიძისა და რამაზ კომახიძის განაჩენის გამოცხადებას, სასამართლო დარბაზში რეპლიკები მოჰყვა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის განმარტებით, მან დაკავებულების შემთხვევაში, გაითვალისწინა ბრალდებულების ასაკი, ქცევა და სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა. 

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ოჯახები კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე