ვილნიუსში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 08.04.2019
ნანახია: 747

მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საავიაციო ბომბი იპოვეს ვილნიუსის ცენტრში.

ასაფეთქებელი მოწყობილობა სავაჭრო-გასართობი ცენტრის სიახლოვეს, სამი მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა.

ბომბი 100 კგ-ს იწონის. სიტუაციას ართულებს ის, რომ ბომბის გვედრით გადის გაზსადენი. ადგილზე მივიდნენ გამნაღმველები, რომლებმაც ბომბის გაუვნებელყოფის გეგმა შეიმუშავეს.

სურთულეს წარმოადგენს ისიც, რომ საშიშია ბომბის ამოტანა და მისი გადაადგილება, რადგან გაზსადენის გვერდით მდებარეობს. არაოფიციალური მონაცემებით მასში 50 კგ-მდე ტროტილია. აფეთქების ძალამ კი შესაძლოა, ყველაფერი 700 მეტრის რადიუსში გაანადგუროს.

მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია და ევაკუირებულია მოსახლეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე