სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 08.04.2019
ნანახია: 820

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა, რვა კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  სხდომაზე კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

კანონის მიხედვით უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე