ყირგიზეთში მუსულმანებს ქსელური მარკეტინგი და პლასტიკური ოპერაციები აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 08.04.2019
ნანახია: 832

ყირგიზეთში მუსულმანებს აუკრძალეს ქსელური მარკეტინგი და პლასტიკური ოპერაციები, თუ ის ჯანმრთელობას არ უკავშირდება. ამის შესახებ ყირგიზეთის მუფთიათის საბჭოში განაცხადეს.

როგორც აღნიშნავენ, ქსელურ მარკეტინგში მაღალია ბიზნესის კეთების რისკი და ის არ შეესაბამება შარიათის მიხედვით ბიზნესის კეთების წესებს. მიღებულია ფეთვა, სადაც ნათქვამია, რომ ქსელური ბიზნესი ხარამია (შარიათის კანონებით აკრძალული ქმედება).

რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს, შარიათი მისი გაკეთების ნებას რთავს პირებს, რომლებსაც თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი ან უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანება აქვთ. იმ შემთხვევაშ,ი თუ პლასტიკური ქირურგიული ჩარევა გალამაზებისთვის გაკეთდება, ის  ხარამად ჩაითვლება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე