თბილისში, 300 არაგველის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 08.04.2019
ნანახია: 735

თბილისში,  300 არაგველის ქუჩაზე მდებარე ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

ჯერ უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე იმყოფება საამქროს მეპატრონე ნოდარ თუშიშვილი. მისი თქმით, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული ჰქონდა, საწარმოს დახურვისას კი ელექტროენერგიას ცენტრალური სისტემიდან რთავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე